მრევლის ნაწილი მეტროსადგურ ავლაბართან შეიკრიბა და სამებისკენ მსვლელობა მოაწყო

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა დასრულდა. მრევლის ნაწილი მეტროსადგურ ავლაბართან შეიკრიბა და სამებისკენ მსვლელობა მოაწყო. ამ ფორმით მათ პატრიარქის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ტაძრის დატოვების შემდეგ პატრიარქი მრევლმა გააცილა შეძახილებით-გვიყვარხარ.

სინოდის სხდომის შემდეგ ეს პირველი წირვა იყო, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. გასული კვირის წირვას ის გაციების გამო ვერ დაესწრო.

დღევანდელ დღეს წმინდა სინოდის ხმაურიანი გადაწყვეტილება უძღოდა წინ.