იუსტიციის საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტს მიმართა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად 1-ელ ნოემბერს მიმართა.

დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს წარუდგინა.

გვრიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკუ საქმიანობას ეწევა.

მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც. ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ აზიანებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე მისი იმპიჩმენტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას უკანონობად აფასებს. მას იმედი აქვს, პრეზიდენტი მოსამართლეების წინადადებას არ გაიზიარებს.

https://www.gmtv.ge/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9e%e1%83%a0/