სხდომაზე სალომე სამადაშვილმა პროკურორს მიმართა

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პროკურორს მიმართა.

-მე პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება და მივმართე კობახიძეს, რომ თუ ის არ გაიყვანდა რუს დეპუტატებს დარბაზიდან, იქ, ტრიბუნაზე ჩემს ნაცვლად იდგებოდა ქართველი ხალხი.

ახლა მაინტერესებს, მოითხოვთ თუ არა ცემთვის იმუნიტეტის მოხსნას და რატომ უხსნით მელიას იმუნიტეტს. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რა დაიწერება რუსულ პრესაში, თუ ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი?

და მეორე – მელია მარტო ხომ არ იყო. აპირებთ კიდევ დაკავებებს?

ცნობისთვის, სხდომაზე ჯერ არც ერთ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა და სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

https://www.gmtv.ge/60744-2/