“ვიმედოვნებ გადადგომას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები…”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის აწ უკვე ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მის გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება.

“მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რომელიც ისევ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას დაეხმარება.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

https://www.gmtv.ge/66340-2/