“დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, არ უნდა მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება”

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ  პოლიცია ხუთივე კინოთეატრში უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას. მისივე თქმით, მობილიზებულია ადეკვატური ძალები და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.
-დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ უნდა მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება”-განაცხადა სირაძემ.

“ამირანთან” იკრიბებიან აქციის მონაწილეებიც. პოლიციას გადაკეტილი აქვს შესასვლელი და კორდონია გაკეთებული. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის რვა ავტობუსი დგას.