ლევან გელბახიანი პანევროპული კინემატოგრაფიული პრემიის ნომინანტთა სიაშია

ქართულ-შვედური ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”  მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ყველაზე პრესტიჟული პანევროპული კინემატოგრაფიული პრემიის ნომინანტთა სიაშია.

European Film Awards-მა ნომინაციები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ასე რომ 2019 წლის 7 დეკემბერს ბერლინში ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მოპოვებას ისეთ მსახიობებთან ერთად  შეეცდება, როგორებიც არიან – ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი.