პრემიერს ადამიანის უფლებათა საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა. ახალი მრჩეველი გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.