ჩუგოშვილი და ცქიტიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და თანამდებობას ტოვებენ

თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი  საპარლამენტო უმრავლესობას და თანამდებობას ტოვებენ. გადაწყვეტილების მიზეზად საკონსტიტუციო ცლილებების ჩაგდება დაასახელეს.

დღეს დილიდან უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.