„ენმ-ს კანდიდატი კასპის N 68 უბანზე ცდილობდა შესვლას“

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” არჩევნების მე-2 ტურს ყველა საარჩევნო უბანზე აკვირდება. იმის გასაგებად, თუ რა დარღვევები დააფიქსირა ცენტრმა და მთლიანობაში როგორ შეაფასებს არჩევნების მიმდინარეობას, ჩვენ ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჩარკვიანს დავუკავშირდით.

-„მთლიანობაში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. იყო მცირე დარღვევები, მაგრამ დროულად იქნა აღკვეთილი. ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი N 68 უბანზე ცდილობდა შესვლას.”სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის” წარმომადგენელმა მას არ მისცა ამის უფლება და უბანი დაატოვებინა!

ველოდებით ხმის დათვლის პროცედურებს, იმედია,ყველაფერი კანონის სრული დაცვით დასრულდება»-გვითხრა ნინო ჩარკვიანმა.

14595591_1128236287211921_6306907544055342235_n

 

კომენტარის დატოვება