“არავის ვურჩევ კლინიკა „ბომონდიში” მისვლას“- დაღუპულის დედა ექიმის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები კლინიკის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის დედა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის გოგო ლანა მიქაბერიძე გარდაიცვალა. დედა კლინიკას და მედ პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გოგონა საკეისრო კვეთის შემდეგ 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ დაწესებულებაში მიატოვეს , რის შედეგადაც მშობიარეს შიდა სისხლდენა განუვითარდა და მომდევნო 4 საათიანი ოპერაცია ვეღარ გადაიტანა, რის გამოც მან სიცოცხლე ფატალურად დაასრულა.

გარდაცვლილის მამიდა მაია მიქაბერიძე კი აცხადებს, რომ ექიმთან შესახვედრად მისულები ლიფტში ჩაკეტეს, რა დროსაც ექიმი შენობიდან გაიყვანეს.

“ლიფტში როცა შევედით, რამდენიმე წუთი ჩაგვკეტეს, რა დროსაც ექიმი შენობიდან გააპარეს, ლიფტიდან გამოსულმა კი ვუსაყვედურე ყველას, მაგრამ უკვე გვიან იყო. ექიმი როცა მოვიკითხე, არ გამომიჩინეს, სახეზე შევამჩნიე ჩემ შვილს, რომ უკვე სისხლდენა დაწყებული ჰქონდა. არ გამაჩერეს პალატაში. 2 საათში შვილი მომიკლეს, არავის ვურჩევ კლინიკა ბომონდში მისვლას, “-აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

ახალი ამბების საგენტო geomediatv.ge კლინიკა “ბომონდის” ხელმძღვანელს მამუკა მიქაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გარდაცვლილი გოგონას საქმეს პროკურატურა იძიებს და მანამდე კომენტარს ვერ გააკეთებს

„ამ საქმეს გამოიძებენ. არსებობს ექსპერტიზა, პროკურატურა და სამედიცინო ხარისხის კონტროლის კომისია,რომელიც ჩართულია ამ საქმეში და დასკვნას ისინი დადებენ, თავი უნდა შევიკავოთ ამ საქმეზე საუბრისგან, რადგან არსებობს შესაბამისი ორგანოები“ -განმარტა მიქაძემ.

კომენტარის დატოვება