ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარია შესული

17 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა 42 423 ამომრჩეველმა გაიარა,  რაც საერთო რაოდენობის 26 %. -ია.  პირველ ტურში ამ დროსთვის აქტივობა 35 % იყო“-განაცხადა ქუთაისის 59-ესაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ამ დროისთვის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარია შესული. 10 შეეხება საკონტროლო ფურცლის შევსების წესებს. ერთი საჩივარი კი ერთ-ერთ ორგანიზაციის დამკვირვებელს ეხება, რომელიც ზეწოლას ახდენდა კომისიის თავმჯდომარეზე.

კომენტარის დატოვება