“თუ გადაწყვეილებას მალე არ მიიღებენ, არსებული ვითარება ცუდად დასრულდება!”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ქართულ ოცნებას” დაპირების შესრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეილებას მალე არ მიიღებენ, არსებული ვითარება ცუდად დასრულდება. მან დეპუტატების ვერ შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის დადგმულ სპექტაკლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური.. ამიტომ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც მოპოვებული იქნა დიდი პროტესტის შედეგად.