“ინანა სააკაშვილმა და ინანებს ივანიშვილი…”

იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” თავმჯდომარე

-“დღეს მთელმა ქართველმა ხალხმა გავიგეთ, რომ მატყუარა გვმართავს და მოგვეცა საშუალება მთელი ერი დავირაზმოთ მატყუარების და ტყუილის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია გამეფებული ბოლო 30 წელია და დღეს უმაღლეს წერტილს მიაღწია. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გამოვიდა და ხალხს შეპირდა, დღეს კი პატარა ცრუპენტელასავით გადააგდო. ​ მე მგონია რომ დღეს ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას ცრუპენტელობის, ამ უტიფარი ტყუილის წინააღმდეგ.  ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რაც დაუშვა “ქართულმა ოცნებამ”.

ივანიშვილისთვის იყო გასაგები, რომ აგებდა არჩევნებს და როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ჩათვალა რომ შანსი აქვს მაჟორიტარულის დატოვებით. ეს ინანა სააკაშვილმა და ინანებს ივანიშვილი. ივანიშვილმა ყველაფერი, რაც გააკეთა აქამდე ქვეყნისთვის და ქველმოქმედებისთვის, გააფორმა როგორც ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება და პატარა ადამიანობა გამოაჩინა ამ კლოუნადის გათამაშებით,”- განაცხადა ხვიჩიამ.