ნიკა მელია გახარიაზე – მან პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა, რაც ნამდვილად დასაფასებელია

ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში  განათდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გიორგი გახარიას, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს,  გახარიას,  20 ივნისთან დაკავშირებით, საკამო პოლიტიკური ცოდვა აქვს.

„მან, როგორც ჩანს, მეორეჯერ არ გადადგა ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ,

გახარიას,  20 ივნისთან დაკავშირებით, საკამო პოლიტიკური ცოდვა აქვს და ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ ვითხოვთ,  მთელი ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით, ფალსილიტატორ ელჩებთან და მმართველ გუნდთან შეხვედრას, სადაც ერთადერთი განსახილველი საკითხი იქნება ვადამდელი არჩევნები,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.