საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ელოდებიან ლიდერების შეხვედრის დასრულებას და გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მათი განმარტებით, ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და იბრძოლებენ, ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. აქციის მონაწილეების ნაწილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეც ილაპარაკა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს და იმ დეპუტატების სია წაიკითხეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და დემონსტრაციულად დაწვეს.