“ვფიქრობ, ხვალ და ზეგ ოცნებას კიდევ დატოვებენ დეპუტატები…”

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დაპირება ერთია, მაგრამ „როცა გადაფასება ხდება ოცნებაში, ხვდებიან რომ ბევრი ავანსი აქვთ გაცემული. თქვენ უნდა ნახოთ ამ ადამიანების ბეგრაუნდი, მათ არათუ ივანიშვილისთვის, არამედ არავისთვის არ აქვთ წინააღმდეგობა გაწეული. მათ არანაირი საქმე არ აქვტ გაკეთებული და ვითომ ახლა გადაარჩინეს ქვეყანა“.

-მე ვაფრთხილედბი ივანიშვილს, რომ გამოწვევების შესასრულებლად არავინ იყო მზად, მაგრამ ფიქრობდა რომ სხვადასხვა „ტრიუკებით“ გაძვრებოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ გამოსავალი არ არის, შეცვალა ტაქტი. პრაქტიკულად ოცნებამ პროდასავლური ფრტა დაკარგა და დარჩა ივანიშვილი შენიღბული დეპუტატებით.

ვფიქრობ, ხვალ და ზეგ ოცნებას კიდევ დატოვებენ დეპუტატები. ოხნება ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ გუნდად! ოცნება დღეს არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას და ეს გუნდი არის ბალასტი!