გერმანელი ექსპერტი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილი გერმანელი ექსპერტი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის ხელმძღვანელი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

ლელა ჩიქოვანმა კონრად ვუდტკეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
გერმანელი ექსპერტი კონრად ვუდტკე ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა.

დღესვე SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა შტეფან ანიჰოფერმა მინისტრის მოადგილეს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერის პოზიციაზე დანიის სამეფოს წარმომადგენელი წარუდგინა. პოლკოვნიკი პიტერ კაას-კლაუსინი საქართველოში საკუთარ მისიას ორი წლის განმავლობაში შეასრულებს.