“ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ – კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ,გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ, პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას და მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ – წერს გიორგი  კვირიკაშვილი.