დაკავებულ ექიმს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროს მკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავით მიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგორის დეფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.