ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი არჩევნები – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის განვითარების ერთ-ერთი ვერსია დადო. მისი თქმით “გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”. “მისი თქმით ამ რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, როგორი სისტემით, ეს მეორე ხარისხოვანია. ჯაფარიძემ განიხილა სავრაუდო გეგმაც თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების იძულება, რომ მთავრობა გადააყენონ. მისი თქმით აუცილებელია ჩაიკეტოს პარლამენტის ყველა შესასვლელი – “პარტიებმა შეიძლება გაინაწილონ შესასვლელები და აიღონ საკუთარ ‘კვადრატზე’ პასუხისმგებლობა. ეს, მათ შორის, ნათელს გახდის ვინ რისი გამკეთებელია არსებული პარტიებიდან. საჭიროა ხალხი ვისთვისაც ეს იქნება ყოველდღიური სამუშაო. რეგიონებიდან დიდი აქციისთვის ჩამოყვანილი ხალხი ამას ვერ იზამს, რადგან, როგორც წესი, იმავე დღეს ბრუნდებიან უკან. შესაბამისად ეს არის თბილისის გასაკეთებელი საქმე. საჭირო იქნება მორიგეობა რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან მუდმივად იყოს ბევრი ხალხი”
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესს ოპოზიციის მხრიდან მეტი გამჭვირვალობა სჭირდება და ოპოზიციური პარტიების შეხვედრები საჯარო უნდა გახდეს.
რუსთაველის გამზირზე პროტესტანტები “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას ამ დრომდე აპროტესტებენ.