პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში

პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია განახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში.

360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით, ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების (facebook, youtube) და ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება; რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი გარანტიაა.

ცესკოს ეს ინიციატივა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

 თავად დააკვირდით როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურა!

კომენტარის დატოვება