თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” ერთობლივი აქციით ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და ამავე რაიონში სუპერმარკეტების ქსელის “უნივერსამის” ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენი ვაუჩერების ეტაპობრივი გადაცემა მიმდინარეობს. ვაუჩერები ასევე ზღვისუბანში მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს გადაეცა.

დეპუტატი აქტიურად არის ჩართული თბილისის საკრებულოს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, როგორც მარტოხელა მოხუცებისთვის, ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაცემის პროცესში. ამასთან, თამარ ტალიაშვილმა კორონავურუსის გავრცელების პრევენციის ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა.