ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო,   დასტაბილურდა. აღნიშნულის  შესახებ  ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,  გუშინ  14 პაციენტს ჩაუტარდა  ტესტირება და  არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი.  დღეს კი აღებულია ტესტი 7 პაციენტზე და პასუხი დღის ბოლოს იქნება.  კლინიკაში ასევე მკურნალობს კორონავირუსით დაინფიცირებული  ერთი არასრულწლოვანი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.