„ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს…

მამუკა ხაზარაძე

„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს, მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება.

„ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება“, – წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

ამ განცხადებით მამუკა ხაზარაძე მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა „ლელოსთან“ ერთად ოპოზიციის მიერ 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.