ესტონეთი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობას ერთი კვირის წინ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა.

“ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.

We call on the de facto authorities in 🇬🇪’s South Ossetia region to immediately release Georgian physician Dr. Vazha . Estonia fully supports ‘s sovereignty & territorial integrity in its internationally recognised borders. @MFAgovge @GeoEmbTallinn