“მინდა სამახსოვროდ დავუბრუნო ოპოზიციას გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი…”

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პოლიტიკოსმა ოპონენტებს სიმბოლურად ამ ნივთის შენახვა ურჩია და აღნიშნა, რომ ინსტიტუტებს ბოქლომს ვეღარასდროს დაადებენ.

-მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ