წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე – გიორგი ვაშაძე 

წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე – ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა და ხელისუფლების ვალდებულებაა  პანდემიის ნორმალური მართვა.

„კიდევ 79 გარდაცვლილი – ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ამ ფონზე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ხელისუფების მხრიდან ვისმენთ და მითუმეტეს, მიუღებელი და გაუგებარია განცხადებები, რასაც ზოგიერთი არახელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ ვისმენთ. ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის მთავარი მიზანი, ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება იმ უგუნური ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანაშია.

წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე. წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ არც კი უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ეპიდვითარება გავაუმჯობესოთ. მითუმეტეს, წარმოუდგენელია, გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის არგუმენტად მოყვანა, როდესაც ამავე პერიოდში რამდენიმე ასეული შემთხვევა გვქონდა და გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იყო. დღეს ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს – ჩვენ უნდა შევაგნებინოთ ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულება და პასუხისმგელობა არის პანდემიის ნორმალური მართვა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.