გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს.

როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.