ოპოზიცია “ოცნების” შეთავაზებას პასუხობს…

კახა კალაძის განცხადებას და შეთავაზებას, რომ “ქართული ოცნება” იმ ოლქებშ, სადაც ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს გამარჯვების შანსი ექნებათ კანდიდატს არ დააყენებს

https://www.gmtv.ge/67273-2/

ოპოზიცია გამოეხმაურა.

 გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი

-“ჯერ მიიღოს ის მოდელი, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა მერე ჩაატაროს პლებისციტი. მხოლოდ ამ მიმდევრობით.  მიიღოს ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისი გერმანული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლიტიკური ერთეულები იღებენ იმდენ ხმას, რამდენიც პროპორციულად მიიღეს. ოღონდ შიგნით არიან მაჟორიტარი დეპუტატებიც. პრობლემა არ არის არანაირი.

დანარჩენ შემთხვევაში, ახლა ვინ ჭამს იმას, რომ თვეების განმავლობაში პლებისციტს დაველოდებით და მერე მაინც ოქრიაშვილზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ გაუბედა ქართველს ერს? ეს ხომ სასაცილოა. მიიღოს ჩვენი მოდელი ჯერ და მერე ატაროს პლებისციტი და იქაც მოვუგებთ, არაა პრობლემა. ოღონდ ჯერ გააკეთოს ის, რაზეც გადააგდო საზოგადოება და ეს შეურაცხყოფა წაიღოს უკან და მერე ატაროს, რაც უნდა, ის”.

გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი

“კომოს ტბიდან ჩამოსული კახი ძალიან გულმოწყალეა, დიდი მადლობა გულმოწყალებისთვის, მაგრამ გულმოწყალება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან საარჩევნო სისტემას, სადაც თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ვისაც აძლევს ხმას, პროპორციულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. რას გვთავაზობს ახლა კალაძე?! იცით რაა, ბიჭებო დაწყნარდით, ადგილებს გამოგითავისუფლებთ. კარგად იყავი, დასთანხმდი იმას, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ. პერსონალურად, კალაძეა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ის პირადად “აკაჩავებდა” დეპუტატებს იმისთვის, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმა. ახლა ჩამოვიდა კომოს ტბიდან და დაგვცინის და გვეუბნება, რაღაც ოლქებს დაგითმობთო… შენი დათმობილი არაფერი არ გვჭირდება კახი და ჩართე იტალიური არხები და ნახავ, რომ ჩვენ მიერ წამოწყებულ მშვიდობიან პროცესებზე საუბრობს მთელი მსოფლიო და იმას, რასაც შენ აკეთებ, დაგცინის მათ შორის, იტალიაც”.

დღეს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, შენობის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ეზოში ასევე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების და სახანძრო-სამაშველო მანქანები.