ზოიძე პოლიტიკიდან წასვლაზე ალაპარაკდა…

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე პოლიტიკიდან წასვლაზე ალაპარაკდა. მისი თქმით პოლიტიკიდან წასვლის ან დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას ის რამდენიმე დღეში მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადატანის გარკვეული რესურსი ჯერჯერობით დარჩენილია, რაც უახლოეს დღეებში გამოჩნდება. არანაირი გარანტიები არ მიმიღია, მე ჩემი შეთავაზება გავაკეთე, რომელიც გუნდმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა.

დანარჩენი პროცესები ძალიან მინდა გადავიდეს პოზიტიურ კალაპოტში, მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, ეს პროცესი საით წავა, იქნება შემდგომი დაპირისპირება და პოლარიზაცია, თუ გადავა ნორმალურ პროცესში და ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ”, – განაცხადა ზოიძემ.