საპატრიარქო „გირჩის“ პერფორმანსს  უგემოვნოს უწოდებს

საპატრიარქო „გირჩის“ პერფორმანსს  უგემოვნოს უწოდებს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეს რწმენასა და ეკლესიას შეუერაცხყოფს.

„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს მათგან არც უნდა ველოდეთ არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.