გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ   საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებს,  ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჟოაკიმ პუოიეს და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს აროლინ ჟონვიეს უმასპინძლა.

მხარეებმა განიხილეს როგორც საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე.

მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)  მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებული ვითარების შეფასებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან შეხვედრაში საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და მისი მოადგილე ერიკ ტოზატი მონაწილეობდნენ.

სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირეს.