კამელინი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ…

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატა მწვავე ვირუსულმა ინფექციებმა. დიდი ხანია ქვეყანას აქვს ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პრეპარატი „კამელინი“, რომლის ანთებისა და ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურებულია.

“კამელინი” უნიკალური თვისებების მქონე ბუნებრივი წარმოშობის უძლიერესი იმუნომოდულატორია.

“კამელინმა” მოიპოვა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აღიარება.

GmTV დაუკავშირდა კამელინის ექიმ კონსულტანტს თამარ ცერცვაძეს და გაარკვია, როგორ მოქმედებს ქართული პრეპარატი კამელინი მწვავე ვირუსულ ინფექციებზე, მითუმეტეს, რომ შარშან მთელი ვირუსული პერიოდი „კამელინმა“ საკმაოდ ეფექტური შედეგები გვაჩვენა.

-ქალბატონო თამარ, როგორ მოქმედებს „კამელინი“ მწვავე ვირუსულ ინფექციებზე? რა დაავადებები წარმოადგენს გრიპის შემდგომ გართულებებს და როგორ ვებრძოლოთ მათ?

– მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები წელიწადის ყველა დროს გვხვდება, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც სუსტდება იმუნური სისტემა, რაც თავის მხრივ ზრდის მწვავე ვირუსული ინფექციებით დასნებოვნების რისკს. იმუნომოდულატორული პრეპარატები ის პრეპარატებია, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისაგან. აღსანიშნავია, რომ იმუნომოდულატორების მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მისი თავიდან აცილების მიზნითაც. ამ მხრივ “კამელინი” საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან უნიკალური შემადგენლობის წყალობით იგი მრავალმხრივად მოქმედებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და არ იწვევს არანაირ გვერდით მოვლენებს-გვითხრა თამარ ცერცვაძემ.

ქ-ნი თამარის თქმით, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს თან ახლავს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული წარმოშობის მრავალი სახის გართულება. ყველაზე ხშირია პნევმონია, რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები, ასევე ვითარდება რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ოტიტი. ამ შემთხვევებში საუკეთესო შედეგი მიიღწევა “კამელინფლუსთან” (სპრეი) ერთად “კამელინ მ 2”-ის გამოყენებით .

“კამელინფლუ ასევე ” გამოიყენებაპირის ღრუსა და ყელის ინფექციური დაავადებების – ფარინგიტი, ლარინგიტი, სტომატიტი, წყლულოვანი გინგვინიტი გვერდითი მოვლენების გარეშე. “კამელინფლუ” თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

გახსოვდეთ! ორგანიზმში, სადაც გამართულად მუშაობს იმუნური სისტემა, იქ მრავალი დაავადება უძლურია. პნევნომია – ფილტვების ანთება; მენინგიტი–ტვინის გარსის ანთება; სინუსიტი – ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის ანთება; ოტიტი – ყურის ანთება; მიოზიტი – ჩონჩხის კუნთების ანთება და სხვა; აღნიშნული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის რეკომენდებულია მკურნალობის სქემაში ,,კამელინ M1“ – ისა და ,,კამელინ M2“ – ის ჩართვა „კამელინის“ პროფილაქტიკური თვალსაზრისით გამოყენება თავიდან აგაცილებთ მრავალი სახის დაავადებას.

საკონტაქტო 2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89; 599-23-03-33;