ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენიც გამოაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.

https://www.gmtv.ge/67593-2/