ჯიბლაძე: შატბერაშვილს ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით ემუქრებიან!

„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის,

პაატა ჯიბლაძის საგანგებო განცხადება

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში პარტიის გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

„ორიოდე  კვირის  წინ  ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, სოსო  შატბერაშვილს  ჯერ ტელეფონით, შემდეგ  კი  წერილობით  მიაყენეს  უბინძურესი შეურაცხყოფა და  დაემუქრნენ ოჯახის  წევრებზე  ფსიქოლოგიური  და  ფიზიკური  ზეწოლით, თუ იგი არ შეწყვეტდა თავის  საარჩევნო კამპანიას. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსს ოპერატიულად მივაწოდეთ სატელეფონო ნომერი, საიდანაც განხორციელდა ზარი და მუქარის წერილი, მაგრამ სამწუხაროდ ძალოვანი სტრუქტურები  ჩვენგან  მხოლოდ  ჩვენებების  ჩამორთმევით  არიან დაკავებულები, რაც ხელს უშლის სოსო  შატბერაშვილს  საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში.

მიუხედავად ამის, ჩვენი კანდიდატი აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს მთიანეთში, მაგრამ ,,მემარცხენე ალიანსი” კატეგორიულად მოითხოვს შესაბამისი ძალოვანი უწყებების მიერ გამოძიების უმოკლეს ვადებში დასრულებასა და დამნაშავე პირების გამოვლენას, რაც საშუალებას მისცემს სოსო შატბერაშვილს სრული გამარჯვებით დააგვირგვინოს  საარჩევნო  კამპანია“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

კომენტარის დატოვება