ციხეში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა

მარიამ ახალკაცი

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წელს ციხეში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა. ამის შესახებ ომბუდსმენმა მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

“მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს”, — განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.