მანანა ნაჭყებია: ბურჭულაძის კოალიცია არ დაგვიტოვებია!

“ახალი მემარჯვენეები“ ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სუბიექტი აღარაა. არსებული ინფორმაციით, განაცხადი სუბიექტობის დატოვების შესახებ ცესკო-ში თამარ ჟვანიას სახელზე უკვე შესულია. სამართლებრივი პროცედურის თანახმად ,,ახალი მემარჯვენეების“ წევრები არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით მიიღებსდა მას შესაბამისად, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაც უუქმდება. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა ,,გირჩს“, რომელიც ასევე პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის სახელით იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ბლოკის სუბიექტს არც ის წარმოადგენს.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ მემარჯვენეები გავიდნენ ბლოკიდან, მაგრამ მათ კოალიცია არ დაუტოვებიათ.

“კოალიცია არ დაგვიტოვებია, უბრალოდ, იურიდიულად გავედით ბლოკიდან, რადგან, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შემდეგში, როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შემდეგ საოლქო კომისიებში პოლიტიკური პარტიები ადგილებს მოიპოვებენ, ვისაც ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ჩვენ ოთმა სუბიექტმა არ გვინდა ერთმანეთს გავუყოთ ეს თანხა და დავრჩეთ მომავალ არჩევნებში ცესკოში, წევრის გარეშე. შესაბამისად, ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ იურიდიული პროცედურაა…” – განაცახდა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარის დატოვება