კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდება.

სხვათაშორის, სწორედ ბექაური ამბობდა, რომ სიძულვილის საკითხი ქართული კანონმდებლობითაც უნდა რეგულირდებოდეს. მისი თქმით, ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ქვეყანას ნაკისრი და  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება.

ბექაურის თქმით, სიძულვილის ენა, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ომის პროპაგანდა, არაწინასაარჩევნო პერიოდშიც პრობლემაა.

კახა ბექაური კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან დღემდე კი ამ კომისიის თავმჯდომარე იყო.