თუში მხატვრის ილია(იკანე) მიქელაძის ნახატების პერსონალური გამოფენა

თამარ ჯამარიშვილი

 თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ჩვენთვის ყველასთვის საამაყო თუში მხატვრის ილია(იკანე) მიქელაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.

ილია მიქელაძე დაიბადა სოფელ ზემო ალვანში 1903 წელს, სვიმონ მიქელაძის ოჯახში. სწავლობდა თელავის ვაჟთა გიმნაზიაში , რომელიც წარმატებით დაამთავრა. 1933 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე.

ამ პერიოდში საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა მისი მამა – სვიმონ მიქელაძე. ილიას უსახსრობის გამო მოუწია სოფელში დაბრუნება და ოჯახის პატრონობა, თუმცა მან მაინც შეძლო აკადემიის დამთვრება. ილია მიქელაძე დიდხანს ემსახურებოდა საკუთარი ხალხის განათლებას, მის სახელს უკავშირდება ზემო ალვანის საშუალო სკოლაში თუშური მუზეუმის შექმნა, სადაც მან თავი მოუყარა ჩვენი ხალხის მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის საგნძურს .

ბატონი ილია (იკანე ) ამავე დროს ნაყოფოერად მუშაობდა ქმნიდა რა სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, მის ფუნჯს ეკუთვნის 70 მდე ნამუშევარი. მათგან 25 გამოიფინა თელავის ისტორიულ მუზეუმში.

დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ გამოფენის გახსნაზე. გამოფენა 2 კვირის განმავლობაში გაგრზელდება.