“უზურპირებულმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა”

“დღეიდან  “ქართული ოცნება” ჩვეულებრივი პარტიაა, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება და ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან” – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის მხარდაჭრის შემდეგ გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეთა კანდიდატების საკომიტეტო რეკომანდაციას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები პირდაპირი მნიშვნელობით. დღეიდან “ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისაგან. ეს ორპოლუსიანობა – “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” დასამთავრებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები ჩვენს სახელმწიფოს გადაჩეხავენ. აღარაფერი წმინდა არ დარჩა “ქართულ ოცნებას”, გაბინაშვილის, ჩინჩალაძის და ადეიშვილის პარტიაა “ქართული ოცნება”, ესაა სამარცხვინო,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.