ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელშეშლისთვის დგება.

დღეს, 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან თავმჯდომარის მოთხოვნის შემდეგ მანდატურებმა ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გააძევეს. მათ შორის იყო ტაბულას ჟურნალისტი, თიკო ერაძე, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს