წყალში ჩაყრილი თანხა-ახლად დაგებული ასფალტი წყალში ცურავს!

დავით ცხვარაძე

ფოტოები ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზეა გადაღებული, სადაც ასფალტი  რამდენიმე თვის წინ დაიგო.

ადგილობრივების თქმით, ასფალტის ქვემოდან წყალი ამოედინება. მოსახლეობა ამბობს, რომ  გზის დაგებამდე მილები უნდა გამოეცვალათ, თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა.

ფოტოები უკომენტაროთ:

 შეგახსენებთ: ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ქუთაისში ხუნდაძის ქუჩა, სადაც 40 წლიანი გზის პრობლემა აღმოიფხვრა, სანიაღვრე სისტემის გაყვანა კი დაავიწყდათ, გზაში დაგუბებული წყალი კი მოსახლეობას ეზოებში ჩაედინება. ეს ცნობილია ვაკისუბნის ადმინისტრციული ერთეულისთვის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.