“დარჩით სახლში!”- აშშ-ს საელჩო ბავშვებს ონლაინ ზღაპრებს უკითხავს

“დარჩით სახლში!”

სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტმომხმარებლები საზოგადოებას ქვეყანაში გავრცელებული საშიში კორონავირუსის გამო სახლში დარჩენას სთხოვენ, რომ  როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახის წევრები დაიცვან “კოვიდ 19”-ის გავრცელებისგან.

იმისათვის, რომ სახლში მყოფმა პატარებმა თავი მოწყენილად არ იგრძნონ,  აშშ-ს საელჩო მოზარდებისთვის   ყოველ სამუშაო დღეს 14:00 საათზე   ამერიკული ზღაპრების ონლაინ კითხვას გააგრძელებს.

 ზღაპრებს ამერიკელი დიპლომატები “ფეისბუქზე” პირდაპირი ეთერის საშუალებით წაიკითხავენ.

“სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ.ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე. ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

სახლში დარჩენის რეკომენდაციას იძლევა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც.