15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისის მერიამ ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადადო

მარიამ ახალკაცი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ქუთაისი მერია 21 დეკემბერს ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადადო. ამის შესახებ ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ფეისბუქზე დაწერა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე”, — წერს მერი.