,,გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად” აბაშაში 17 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მარიამ ახალკაცი

აბაშაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონამ სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელიც თვითმკვლელობის ადგილზე იპოვნეს. არასრულწლოვანი ოჯახს და მეგობრებს ბოდიშს უხდის.

“გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად” – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც გოგონამ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.