112-ის მომსახურების ღირებულება 50 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც “112”-ის მომსახურების საფასურს 20 თეთრიდან 50 თეთრამდე განსაზღვრას გულისხმობს. ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების მიხედვით, “112”-ის საფასური არ უნდა იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. კონკრეტული ფასის განსაზღვრა კი მთავრობის დადგენილებით მოხდება.

დღეს მოქმედი წესით, ფიზიკური პირისთვის “112”-ის მომსახურება 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 თეთრი ღირს. ცვლილების შემდეგ კი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ერთი საფასური იქნება.