„პატრიოტთა ალიანსმა“ კანდიდატების წარდგენა დაიწყო

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება, ემზარ კვიციანი პარტიამ კანდიდატად რაჭაში, სვანეთში და ლეჩხუმში წარადგინა. მცხეთაში კი კოკა მორგოშია დასახელდა.

“როგორც იცით საგარეჯოს არჩევნები გააყალბა გიგლა აგულაშვილმა და თინა ხიდაშელმა, ასე, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირმა ინაშვილი. რაც შეეხება ემზარ კვიციანს, სანამ ის იყო კოდორის ხეობაში მანამდე არ მოწყვეტია ხეობა საქართველოს. ემზარ კვიციანი იქნება ჩვენი კანდიდატი რაჭაში, სვანეთში და ლეჩხუმში. მცხეთაში, ჩვენს რელიგიურ დედაქალაქში ჩვენი კანდიდატი იქნება კოკა მორგოშია, რომელსაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული მცხეთისთვის”-განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

კომენტარის დატოვება