ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება.

მარიამ ახალკაცი

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება. ჯაბაურის თქმით, გამსახურდიას 4-5 ადამიანი დაესხა თავს.

ანა ჯაბაურმა მედიასთან განცხადება გააკეთა:

“ოპერატიულობისთვის მადლიერი ვარ, მხოლოდ კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას. ძალიან კარგად ვიცი ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მომზადება, ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი, ფიზიკურად დიდი იყო. ბევრ სიტუაციაშიც მინახავს და ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჩვენს ჭიშკართან იყო. იქ ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები საიდანღაც მოტანილი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა”, — აცხადებს გამსახურდიას ცოლი.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი.