Facebook-ის განცხადების პასუხადაც მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს

მარიამ ახალკაცი

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უარყოფს Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ასეულობით პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გვერდისა და ანგარიშის უკან იდგა. მისი თქმით, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ამ გვერდების დიდი ნაწილი მათ უჭერდა მხარს და ნაციონალურ მოძრაობას უვრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას.

სტატუსში, რომელიც დეპუტატმა Facebook-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწერა, ის ისევ ნაციონალური მოძრაობას აკრიტიკებს. კერძოდ, მდინარაძე სტრატეგიული პარტნიორების ბოლოდროინდელ კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს ენმ-ს თხოვნით ხდებოდა.

“მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით — მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც.