,,ჯობია ეს გააშუქოთ და ამაზე ისაუბროთ” თეა წულუკიანი მედიასთან განცხადებას აკეთებს

მარიამ ახალკაცი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიას ურჩევს, რომ დრო არა სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების, არამედ “ბოკერიასა და მისი ბელადის ტყუილების” გაშუქებას დაუთმოს.

“დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და თქვენ, საზოგაოდებას ცდილობენ ბოკერიები და სხვები, მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი. ჯობია ეს გააშუქოთ და ამაზე ისაუბროთ”, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამ განცხადებით წულუკიანი იმეორებს მმართველი გუნდის მესიჯბოქს, რომლითაც ისინი Facebook-ის მიერ სახელისუფლებო პროპაგანდისტული გვერდებისა და ყალბი ანგარიშების წაშლას პასუხობენ. ოცნების ყველა წევრი ერთხმად ამტკიცებს, რომ მათ ამ გვერდებთან კავშირი არ აქვთ და “ფეიკნიუსერი” სინამდვილეში მათი ოპონენტია.